|
14932 |
---|
![]() |
საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III) |
უნიკალური ნომერი: 000087
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III)“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2018 – 2022 (III ფაზა)
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სტრუქტურულ და სისტემურ ცვლილებებს სოფლის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების დასაძლევად. გარდა ამისა, დახმარება მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების მომსახურების გაუმჯობესებას და ეფექტური, მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას.
პროექტის ფარგლებში UNDP მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ორგანიზაციებთან, და კერძო სექტორთან. მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, და ამასთან დაკავშირებული სხვა პროგრამების, განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, დასაქმებისა და სერვისების ზრდა.
გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ge.undp.org
რეგიონი: აჭარა;
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები;
დამატებულია: 21-01-2019
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2022
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 223 დღე;
20-05-2022 ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |
25-01-2019 სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი |
04-02-2022 ბიზნეს უნივერსალი |
21-01-2019 საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ( ENPARD III ) |
---|
21-01-2019 საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ( ENPARD III ) |
---|
20-05-2022 ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |
25-01-2019 სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი |
04-02-2022 ბიზნეს უნივერსალი |