ნაპოვნია 126
-
მტკვარი II - წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ შეთანხმებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრას, აღნიშნული გეგმის მიმდინარე პროექტების ცხრილისა და წყლის რესურსების ეროვნული ინტეგრირებული გეგმების განხორციელების გზით
-
ტყის მდგრადი მართვა საქართველოში (ფაზა II)
პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სატყეო რეფორმის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავების, ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების გზით.
-
იმერეთის რეგიონში დაავადებული წაბლნარი ტყეების აღდგენა-განახლების პროგრამისა და ეკო-პრემიების პროგრამის მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება
ხელშეკრულების მიზანია მილსადენი კომპანიების მიერ მთავრობისათვის მიზნობრივი დაფინანსების გაცემა, რომელიც გულისხმობს იმერეთის რეგიონში დაავადებული წაბლნარი ტყეების აღდგენა-განახლების პროგრამისათვის თანხის გამოყოფას, აგრეთვე, ეკო-პრემიების პროგრამის განხორციელებას.
-
ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
პროექტის მიზანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში (სომხეთი საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი) ტყის მდგრადი მართვისთვის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება, კრიტერიუმებისა და ინდიკატორების, აგრეთვე ანგარიშგების სისტემების განვითარების ხელშეწყობა.
-
მწვანე ქალაქები - ინტეგრირებული სისტემა ბათუმში და აჭარის რეგიონისათვის
პროექტის მიზანია ბათუმსა და აჭარის რეგიონში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარება, რომელიც მიიღწევა 4 სხვადასხვა კომპონენტის განხორციელების შედეგად კერძოდ: ინტეგრირებული მდგრადი ურბანული სატრანსპორტო გეგმის შემუშავება
-
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საგრანტო ხელშეკრულება
პროექტი გულისხმობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის სახელფასო დანამატის გაცემის, ინფრასტრუქტურის აღდგენის, მოვლა-შენახვისა და მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსებას, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლება-შეძენას; საკვანძო სახეობაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემის შექმნას.