მწვანე ქალაქები - ინტეგრირებული სისტემა ბათუმში და აჭარის რეგიონისათვის
წყარო: Global Environment Facility (GEF)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.06.2019
- საიტზე დამატებულია
- 22.01.2019
პროექტის აღწერა:
პროექტის მიზანია ბათუმსა და აჭარის რეგიონში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარება, რომელიც მიიღწევა 4 სხვადასხვა კომპონენტის განხორციელების შედეგად კერძოდ: ინტეგრირებული მდგრადი ურბანული სატრანსპორტო გეგმის შემუშავება; ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ფუნქციური გეგმის შემუშავება, ნაკლებად ნახშირბადიანი ტრანსპორტისათვის ბათუმში; მდგრადი ურბანული სატრანსპორტო ღონისძიებებში ინვესტირება ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებებზე დაყრდნობით და მდგრადი სატრანსპორტო გეგმების შემუშავება სხვა დერეფნებისთვის ბათუმში და აჭარის რეგიონში და ასევე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.
პროექტის მოსალოდნელი შედეგი:
სათბური გაზების ემისიების შემცირება 877 ტონა CO2, ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული სატრანსპორტო ღონისძიებების გატარებით.
1. ურბანული ტრანსპორტის მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება ბათუმსა და აჭარის რეგიონში;
2. სპეციფიკური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება დაბალნახშირბადიანი ტრანსპორტისთვის ბათუმში;
3. ინვესტირების გზების განსაზღვრა ბათუმის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ღონისძიებებში;
4. მდგრადი სატრანსპორტო გეგმების შემუშავება სხვა მუნიციპალიტეტებისთვის აჭარის რეგიონსა და საქართველოში.
მიზნობრივი ტერიტორია: ქ. ბათუმი, აჭარის რეგიონი
სფერო: კლიმატის ცვლილება
დონორი: Global Environment Facility (GEF) - https://www.thegef.org/gef/
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ქ. ბათუმის მერია;
ტელეფონი: +995 422 27 26 44
ვებ-გვერდი: http://batumi.ge/ge/
საკონტაქტო პირი: ირაკლი ბოლქვაძე;
ელ-ფოსტა: iraklij.bolkvadze@gmail.com
ბიუჯეტი: 11 517 000 USD
მაილსტონები:
1. ტექნიკური საკოორდინაციო ჯგუფის მიერ ტექნიკური დავალების დოკუმენტის მომზადება;
2. ტრენინგის გეგმის მომზადება სატრანსპორტო ნაკადების კომპიუტერული მოდელირების სწავლების შესახებ;
3. ურბანული მობილობის ქცევის გაუმჯობესების გეგმის შემუშავება;
4. ემისიების შეფასებისთვის ტექნიკური დავალების დოკუმენტის მომზადება;
5. გორგილაძე-ბარათაშვილი-ჭავჭავაძის დერეფანისათვის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ღონისძიებების განხორციელებადობის კვლევისათვის ტექნიკური დავალების დოკუმენტის მომზადება;
6. სადემონსტრაციო დერეფანის გაწვსრივ ავტობუსების ცალკე ხაზის, სინქრონიზირებული შუქნიშნების და ე.წ. "პარკირებისა და გადაჯდომის" ადგილების საინჟინრო და განხორციელების გეგმების მოსამზადებელი ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნა;
7. ბათუმის ძველ ნაწილში ინტეგრირებული და უსაფრთხო ველობილიკებისათვის ფუნქციონალური სქემის მოსამზადებლად ტექნიკური დავალების დოკუმენტის მომზადება;
8. ბათუმის პარკირების სტრატეგიის და პოლიტიკის შესახებ მიზანშეწონილობის კვლევისთვის ტექნიკური დავალების დოკუმენტის მომზადება.