პროექტების ფილტრი

აირჩიეთ რეგიონი, სფერო ან ვადა — შედეგები მხოლოდ მიმდინარე პროექტებიდან ჩანს.

  1. ევროკავშირი — Creative Europe (EACEA)
    #001855 ახალი

    Creative Europe — ჟურნალისტური პარტნიორობები 2027 (Journalism Partnerships: Collaborations / Pluralism)

    ევროკავშირის Creative Europe აფინანსებს ახალი ამბების მედიის საერთაშორისო პროექტებს: მედიასაშუალებების თანამშრომლობას, ახალ ბიზნესმოდელებს, ჟურნალისტების გადამზადებას და ადგილობრივი, საგამოძიებო და საზოგადოებრივი ინტერესის მედიის ქვეგრანტებით მხარდაჭერას. პროექტზე 2–2.5 მლნ ევრომდე. ვადა: 2027 წლის 4 თებერვალი.

    წყარო
    ევროკავშირი — Creative Europe (EACEA)
    დამატებულია
    28.10.2026
    ვადა
    04.02.2027
    რეგიონი
    მთელი საქართველოს მასშტაბით
    სფერო
    მედია; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; საერთაშორისო გრანტი
  2. ევროკავშირი — Creative Europe (EACEA)
    #001853 ახალი

    Creative Europe — ევროპული ლიტერატურის გავრცელება (თარგმნა, გამოცემა, პოპულარიზაცია) 2027

    ევროკავშირის Creative Europe აფინანსებს გამომცემლების პროექტებს, რომლებიც ევროპულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს თარგმნიან, გამოსცემენ და ავრცელებენ. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ გამომცემლობებს. პროექტში მინიმუმ 5 ნაწარმოები; გრანტი 100 000–300 000 ევრომდე (ბიუჯეტის 60%). ვადა: 27 იანვარი 2027.

    წყარო
    ევროკავშირი — Creative Europe (EACEA)
    დამატებულია
    27.10.2026
    ვადა
    27.01.2027
    რეგიონი
    მთელი საქართველოს მასშტაბით
    სფერო
    სპორტი, კულტურა და ხელოვნება; საერთაშორისო გრანტი
  3. ევროკავშირი — Creative Europe (EACEA)
    #001852 ახალი

    Creative Europe — მედიაწიგნიერების საერთაშორისო პროექტები (NEWS – Media Literacy) 2027

    ევროკავშირის Creative Europe აფინანსებს საერთაშორისო კონსორციუმების ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც მოქალაქეებს — განსაკუთრებით ზრდასრულებს განათლების სისტემის მიღმა — დეზინფორმაციის ამოცნობასა და მედიის კრიტიკულ აღქმას ასწავლის. საჭიროა მინ. 3 ორგანიზაცია 3 ქვეყნიდან; გრანტი 500 000 ევრომდე (70%). ვადა: 20 იანვარი 2027.

    წყარო
    ევროკავშირი — Creative Europe (EACEA)
    დამატებულია
    27.10.2026
    ვადა
    20.01.2027
    რეგიონი
    მთელი საქართველოს მასშტაბით
    სფერო
    მედია; განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; საერთაშორისო გრანტი