ვინ ვართ
projects.org.ge („Projects Georgia“) — საქართველოში მიმდინარე პროექტების, გრანტებისა და დაფინანსების შესაძლებლობების ცნობარი. კითხვებისთვის: საკონტაქტო ფორმა ან info@projects.org.ge.
სიახლეების გამოწერა
გამოწერისას ვინახავთ: სახელს, ელფოსტას, არჩეულ სფეროებს და — თუ მიუთითებთ — ტელეფონს, ორგანიზაციას და თანამდებობას. ტექნიკური მიზნებისთვის (ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად) ასევე ვინახავთ IP მისამართს, მის მიხედვით განსაზღვრულ ქვეყანას და ქალაქს, ბრაუზერის სახეობას და გვერდს, საიდანაც მოხვედით.
ამ მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ გამოგიგზავნოთ ახალი პროექტები თქვენთვის საინტერესო სფეროებში და გამოწერის სამართავი წერილები. მონაცემებს არ ვყიდით და მესამე მხარეს არ გადავცემთ.
გამოწერა Google-ით
თუ იყენებთ ღილაკს „Google-ით გაგრძელება“, Google-ისგან ვიღებთ მხოლოდ თქვენს სახელს და დადასტურებულ ელფოსტას — ფორმის შესავსებად. სხვა მონაცემებზე (კონტაქტები, ფაილები, ფოსტა) წვდომას არ ვითხოვთ და Google-ის ანგარიშის მონაცემებს ცალკე არ ვინახავთ.
საკონტაქტო ფორმა და მიმოწერა
მოსაწერად შედიხართ Google-ით — ასე პასუხს და მთელ მიმოწერას ნახავთ გვერდზე „ჩემი მიმოწერა“. ვინახავთ შეტყობინებებს (სახელი, ელფოსტა, ტელეფონი, ტექსტი, IP მისამართი), ჩვენს პასუხებს და დართულ ფაილებს. ფაილები ინახება დახურულ საქაღალდეში და მათი გადმოწერა შეუძლია მხოლოდ თქვენ (იმავე Google-ანგარიშით) და საიტის ადმინისტრატორს. მიმოწერის წაშლა შეგიძლიათ მოითხოვოთ იმავე მიმოწერაში.
სტატისტიკა და მესამე მხარის სერვისები
საიტზე გამოიყენება Google-ის სარეკლამო/ანალიტიკური კოდი, Facebook-ის ღილაკები და top.ge-ის მთვლელი. ეს სერვისები შეიძლება იყენებდნენ ქუქი-ფაილებს საკუთარი წესების მიხედვით.
მონაცემების შეცვლა და წაშლა
ყოველ ჩვენს წერილში არის ბმულები გამოწერის შესაცვლელად და გასაუქმებლად. გაუქმებისას თქვენი ჩანაწერი აქტიური გამომწერების სიიდან იშლება. მონაცემების სრული წაშლისთვის მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმით.