უნიკალური კოდი: #001853 ახალი

Creative Europe — ევროპული ლიტერატურის გავრცელება (თარგმნა, გამოცემა, პოპულარიზაცია) 2027

წყარო: ევროკავშირი — Creative Europe (EACEA)

განაცხადის ბოლო ვადა
27.01.2027
დარჩა 92 დღე
საიტზე დამატებულია
27.10.2026
ნახვები
20

ევროკავშირის Creative Europe-ის პროგრამის კონკურსი „ევროპული ლიტერატურული ნაწარმოებების გავრცელება“ (CREA-CULT-2027-LIT) მხარს უჭერს ლიტერატურის თარგმნას, გამოცემას, გავრცელებასა და პოპულარიზაციას. პრიორიტეტია ნაკლებად თარგმნილ ენებზე დაწერილი ნაწარმოებები, კითხვის პოპულარიზაცია და ლიტერატურული მთარგმნელის პროფესიის მხარდაჭერა.

რა ნაწარმოებები: რომანი, მოთხრობა, პიესა, პოეზია, ლიტერატურული რეპორტაჟი, კომიქსი, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა — Creative Europe-ის მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებული ავტორების ნაწარმოებები.

ვის შეუძლია: იურიდიულ პირებს, რომლებიც საგამომცემლო და წიგნის სექტორში მოღვაწეობენ და Creative Europe-ის მონაწილე ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) არიან დაფუძნებული. შეიძლება ცალკე ან კონსორციუმით (მინ. 2 ორგანიზაცია).

დაფინანსება (თანადაფინანსება 60%):

  • მცირე პროექტი — მინ. 5 ნაწარმოები, 100 000 ევრომდე
  • საშუალო — მინ. 11 ნაწარმოები, 200 000 ევრომდე
  • დიდი — მინ. 21 ნაწარმოები, 300 000 ევრომდე (მხოლოდ კონსორციუმი)

მნიშვნელოვანი: მანქანური თარგმანი დაუშვებელია — საჭიროა პროფესიონალ მთარგმნელებთან ხელშეკრულება; რეკომენდებულია ბიუჯეტის 20–30% მთარგმნელების ანაზღაურებას მოხმარდეს. თარგმნისა და გამოცემის უფლებების ხარჯი არ ანაზღაურდება. პროექტის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 36 თვემდეა.

როგორ: განაცხადი ელექტრონულად, ევროკომისიის Funding & Tenders პორტალზე (საჭიროა EU Login და ორგანიზაციის PIC კოდი).

ვადა: 2027 წლის 27 იანვარი, 17:00 (ბრიუსელის დროით).

ინფორმაციის წყარო: ec.europa.eu