სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 01-05-2019-ის სიახლეები


მთავრობასა და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები ჭიანურდება - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი უკვე ამ კვირაში გახდება ცნობილი.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: bpn.ge




პირველმა სრულად ციფრულმა ბანკმა სფეისმა საბანკო მომსახურებაში უკვე არაერთი მითი დაამსხვრია — ყოველდღიური ბანკინგი არც ისეთი მოსაწყენი, რთული და დროში გაწელილი ყოფილა, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ზოგი პროცესი იმდენად გამარტივდა, რომ მომხმარებლების ნაწილს გაუჭირდა მათი დაჯერება და სფეისზე შეიქმნა "მოსიარულე მითები", რომლებსაც ხან კომენტარებში და ხანაც ნაცნობების წრეში გავიგონებთ ხოლმე. ჩვენ ეს მითები გადავამოწმეთ და წარმოგიდგენთ 5 ტყუილს სფეისის შესახებ, რომელსაც ამ სტატიაში

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: on.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018/2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა. სეზონი კი 128 დღე გაგრძელდა. კომპანიამ სეზონთან დაკავშირებით შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. დაარსებიდან დღემდე გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: imedinews.ge




თბილისის ყველა რაიონში გამოიყოფა ადგილები, სადაც მოქალაქეები, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

„ბაზრობებთან დაკავშირებით მე ადრეც გავაკეთე განცხადება და რაიონების გამგებლებს მოვუწოდე, გამოეყოთ ტერიტორიები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ყიდიან,

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: imedinews.ge




1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ.

ასეთი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება შეამსუბუქებს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს. ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: pia.ge




სოხუმში წლის ბოლოს ფულის მუზეუმი გაიხსნება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ბესლან ბარათელიას ინფორმაციით, პროექტი 8 მილიონი რუბლის ღირებულების არის.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აფსნი ლაიფი“ ავრცელებს.

“ჩვენს ქვეყანას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ფულის ბრუნვის დიდი ისტორია. მუზეუმი უნდა ემსახურებოდეს ამ საკითხის მიმართ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე აფხაზეთის სტუმრების ინტერესის გაღვივებას“, - ამბობს ბარათელია.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: pia.ge




დედაქალაქის მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნორმების გამკაცრება სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: imedinews.ge




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018-2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სეზონი 128 დღე გაგრძელდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას.

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: 1tv.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ