სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 29-05-2019-ის სიახლეები


100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა - უნიკალური შესაძლებლობა სტარტაპებს.

2019 წლის 31 მაისს, 18:30 - საათზე ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამას მესამედ გამოაცხადებს.

ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

დამატებულია: 29-05-2019
წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia




 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ამ მიზნით, ახალ საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 278 400 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს.

დამატებულია: 29-05-2019
წყარო: Agency of Protected Areas (Georgia)




საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში, რეგიონული საინვესტიციო ფორუმი -,,მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება. ღონისძიება 30 მაისს, 11:00 საათზე, ,,რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ გაიმართება. ფორუმის მიზანი, პოტენციური ინვესტირებისთვის კახეთის ეკონომიკური შესაძლებლობების გაცნობაა. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 3 პენელური სესიის ორგანიზება, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იქნება სოფლის მეურნეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და

დამატებულია: 29-05-2019
წყარო: gcci.ge




თბილისი (BPI) – ინტელექტუალური სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსი კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდება. კონკურსი, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU-ს ფარგლებში ტარდება და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

დამატებულია: 29-05-2019
წყარო: bpi.ge




დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, იმპორტიორებისთვის და მწარმოებლებისთვის დღევანდელი კურსი კრიტიკულია.

მისი შეფასებით, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციაზე მოსალოდნელია ფასების ზრდა.

„სადისტრიბუციო კომპანიები და მწარმოებლები ფასების 

დამატებულია: 29-05-2019
წყარო: 1tv.ge




სომხეთმა და რუსეთმა, ზემო ლარსზე სასაზღვრო პროცედურების გამარტივების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სასაზღვრო სამმართველოს და ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო დელეგაციის წარმომადგენლებმა 20-23 მაისს, ერევანში, ადგილობრივი სახელმწიფოს სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც თანამშრომლობის გაღრმაცებაზე შეთანხმდნენ.

დამატებულია: 29-05-2019
წყარო: pia.ge




Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ახალი ცვლილებები პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

დამატებულია: 29-05-2019
წყარო: bpn.ge




საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება. ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი – გიორგი ჩოგოვაძე Uzbekistan Airways-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

დამატებულია: 29-05-2019
წყარო: kvira.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ