|
| 2062 |
|---|
ივა ჭყონია - ლარის დღევანდელი კურსი იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის კრიტიკულია, მოსალოდნელია ფასების ზრდა
| დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, იმპორტიორებისთვის და მწარმოებლებისთვის დღევანდელი კურსი კრიტიკულია. მისი შეფასებით, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციაზე მოსალოდნელია ფასების ზრდა. „სადისტრიბუციო კომპანიები და მწარმოებლები ფასების გაზრდისგან ყოველთვის თავს იკავებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად თავიანთ მარჟებში მოიკლონ, მაგრამ კურსი, რომელიც 2.8-ს გადასცდა არის კრიტიკული ნიშნული. როდესაც ბიუჯეტი 2.63-ზეა გათვლილი, ლოგიკურია, რომ ბიზნესმა, იმპორტიორმა კომპანიამ გათვლა გააკეთოს 2.7-ზე. ნებისმიერი რყევა, რომელიც 2.7-ს ასცდება, არის საკმაოდ პრობლემური”, – აღნიშნა ჭყონიამ. დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ასევე იზრდება ფასები საწვავზე და ნედლეულზეც. „შეიძლება, ეს ბაზარზე დღეს არ აისახოს, მაგრამ უახლოეს კვირებში ან ერთ თვეში, რა თქმა უნდა, გამოჩნდება და აისახება. სამწუხაროა, რომ პასუხსაც ვერ ვიგებთ ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან”, – განაცხადა ივა ჭყონიამ. |

29-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
15-04-2019 პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II |
|---|
|
17-02-2019 იდეების კონკურსი |
|
01-03-2019 ევროკავშირი მხარს უჭერს ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში |
|
15-04-2019 ირაკლი ლექვინაძე - 2019 წლის პირველ კვარტალში, რეკომენდაციების 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა |