სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
გამოტანილია 17-10-2019-ის სიახლეები


თუ გსურს გახდე სერტიფიცირებული ექსპორტის მენეჯერი, აიმაღლო ცოდნა და განავითარო საჭირო უნარ-ჩვევები აღნიშნული მიმართულებით, გაიარე რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა: http://bit.do/fcVch

დამატებულია: 17-10-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში




16 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.

გამომცემლობამ ქართველი ავტორების ახალი წიგნები წარადგინა და საქართველო წელს განახლებული სლოგანით -  Follow the Journey of Georgian Characters არის წარმოდგენილი.

დამატებულია: 17-10-2019
წყარო: Imedi TV




მარკეტინგული კვლევების კომპანია Interbrand-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს. 

სიის ლიდერი კომპანია Apple-ია. ამერიკული ბრენდის ღირებულება 9%-ით გაიზარდა და თითქმის 234 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

 

დამატებულია: 17-10-2019
წყარო: Imedi TV




2019 წლის 9 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აცხადებს. მათი ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტირებულმა საწვავმა 231.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს.

 

დამატებულია: 17-10-2019
წყარო: Business Media Georgia




რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ავიამიმოსვლა აღდგეს. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის აეროპორტში ფრენების განხორციელების უფლება მიეცა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ფედერალური სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

დამატებულია: 17-10-2019
წყარო: Business Media Georgia




აშშ-ში გაეროში გამართულ შეხვედრაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნის თაობაზე გაერო-სთან შეთანხმებას მიაღწია.

დამატებულია: 17-10-2019
წყარო: Business Media Georgia




ბელგიისა და ლუქსემბურგის გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს მოაზადებენ. მათ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. პრესტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ძველ თბილისში შეხვდა.

პრესტურში ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბეჭდური მედიის „Marie Claire”, “Plus Magazine” Tageblatt და Luxemburger Wort-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ევროპელ ჟურნალისტთა ჯგუფი

დამატებულია: 17-10-2019
წყარო: Business Media Georgia




26 ოქტომბერს, 11:00 საათზე თბილისში, „სითი მოლ საბურთალოში“ H&M-ის მესამე მაღაზია იხსნება.

„გალერეა თბილისში“ და „ისთ ფოინთში“ არსებული 2 მაღაზიის შემდეგ, მესამე მაღაზიის გახსნა H&M-მმა ოფიციალურ გვერდზე უკვე დაანონსა.

დამატებულია: 17-10-2019
წყარო: Business Media Georgia







სიახლეების გამოწერა


2019 Oct
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ