მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დასახელდა

მარკეტინგული კვლევების კომპანია Interbrand-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

სიის ლიდერი კომპანია Apple-ია. ამერიკული ბრენდის ღირებულება 9%-ით გაიზარდა და თითქმის 234 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილს Google იკავებს. ამ კომპანიის ღირებულება 8%-ით გაიზარდა და 167,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მესამე ადგილს 125,3 მილიარდი დოლარით Amazon-ი იკავებს.

ათეულში ასევე მოხვდნენ Microsoft-ი, Coca-Cola, Sumsung-ი, Toyota, Mercedes-Benz-ი, McDonald’s-ი და Disney.