როგორ მოვიპოვოთ ხე–ტყე კანონიერად?

✅ #გაიგემეტი ტყის მერქნული რესურსის რაციონალური გამოყენების ძირითადი პრინციპების შესახებ

► საქართველოს ტყეები, გარდა დიდი ეკოლოგიური მნიშვნელობისაა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სოციალურ და ეკონომიკურ ფუქნციებს ითავსებს.

► რა არის ტყის მდგრადი მართვა?

► ტყის მდგრადი მართვა, მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების და თვითაღდდგენის პროცესების დაზიანების გარეშე, ტყის რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას გულისხმობს.

► როგორ მოვიპოვოთ ხე-ტყის რესურსი კანონიერად?

► მდგრადი ტყითსარგებლობის დანერგვის მიზნით, ხე-ტყის დამზადების პასუხისმგებლობა დარგის სპეციალისტებმა და ტყის მართვის ორგანოებმა აიღეს. დამზადებული მერქნის შეძენა ღია ელექტრონული, ან პირდაპირი შესყიდვის გზითაა შესაძლებელი.

► მოსახლეობის სათბობ შეშაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, ტყის მართვის ორგანოები გამოყოფენ სოციალური ჭრის ტყეკაფებს, საიდანაც, ღირებულების გადახდის შემდეგ, მოსახლეობას შეშის კანონიერად მოპოვების საშუალება აქვს.

• ყოველწლიურად, ტრანსპორტირების გამარტივების
მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ტყეკაფებამდე მისასვლელ გზებს აწესრიგებს.

► სოციალური ჭრით გამოყოფილი შეშის გასხვისება კანონით აკრძალულია!

✅ ორგანიზებული ტყითსარგებლობის დანერგვის მიზნით:

► გაუქმდა ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა

► მომზადდა ტყის ახალი კოდექსი, რომლიც ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად სოციალური ჭრების პრაქტიკის ჩანაცვლებას გულისხმობს.

• იგეგმება ე.წ საქმიანი ეზოების მოწყობა, სადაც მოსახლეობა, ტყის მართვის ორგანოს მიერ მომზადებული, დახარისხებული მერქნის პირდაპირი წესით შეძენას შეძლებს, აღნიშნული წესი უსაფრთხოა ტყის ეკოლოგიისთვის და კომფორტულია მოსახლეობისთვის.

► გვახსოვდეს, რაციონალურ ტყითსარგებლობას შეუძლია დიდი როლი იქონიოს სიღარიბის აღმოფხვრასა და ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითრებაში.