საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება
ნავიგატორი
2037


საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება

საქართველო სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორისი ფორუმის (IGF) წევრი გახდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა საქართველოს მთავრობამ მოიწონა.

 

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, IGF-ში გაწევრიანების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, თვალი ადევნონ წიაღის სექტორში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი გამოცდილების გაზიარების პროცესში.

 

სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორის ფორუმში გაწევრიანებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ყოველწლიურ შეხვედრებში, ასევე რეგიონულ ღონისძიებებსა და ფორუმებში, ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით ისარგებლოს შემოთავაზებული ტექნიკური დახმარებით, შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამებით და მიიღოს გაერთიანების მხარდაჭერა შესაბამისი პოლიტიკის ჩარჩოს დანერგვის კუთხით. IGF-ი დაფუძნებულია ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე და წევრ სახელმწიფოებს არ ეკისრებათ არავითარი იურიდიული, სახელშეკრულებო ან ფინანსური ვალდებულება.

 

წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისათვის მიმდინარეობს ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან იმისთვის, რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც (I ფაზა - პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება) შერჩეული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ (ADAM SMITH INTERNATIONAL), რეფორმის განხორციელების პროცესში საქართველოს მიეცა რეკომენდაცია სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორის ფორუმში (IGF) გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

გასულ წელს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში გამართულ IGF-ის 14-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაში, სადაც განხილულ იქნა არსებული პლატფორმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები.

22-02-2019

წყარო: commersant.ge

02-04-2019

გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმდინარეობა გააცნო

25-03-2019

რამ გამოიწვია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება?

08-08-2023

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

15-02-2019

ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

15-02-2019

ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

02-04-2019

გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმდინარეობა გააცნო

25-03-2019

რამ გამოიწვია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება?

08-08-2023

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ