პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა
► ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სავალდებულო აღარ არის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა.
► პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.
► ნერგების იმპორტი განხორციელდება შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოური სანერგე კომპანიისაგან განახორციელებს მინიმალური კრიტიკული რაოდენობის ნერგების იმპორტს.
➡ ცხელი ხაზი: 1501
➡ arda.gov.ge