|
| 1930 |
|---|
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია
| 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 505 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარი იყო. საქსტატის ცნობით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.7 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტის მიხედვით, ტრადიციულად რუსეთი იყო. კერძოდ, რუსეთში ექსპორტმა 2019 წლის 1-ელ ორ თვეში 81 258.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31.2%-ით მეტია. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც მიმდინარე წელს ექსპორტის მოცულობა 33.7%-ით არის გაზრდილი და 58 411.9 ათასი დოლარი შეადგინა. ექსპორტის მიხედვით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ბოლო თურქეთია. კერძოდ, ამ მაჩვენებელმა თურქეთში 39 576.5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებლთან შედარებით 26.5%-ით არის შემცირებული. |

29-03-2019
წყარო: bpn.ge
|
08-09-2022 ნომინაცია წლის სოციალური საწარმო 2022 გამოცხადდა |
|---|
|
24-05-2019 25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება |
|
29-05-2019 ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება |
|
03-04-2019 „საპარტნიორო ფონდს“ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია ეწვია |