|
| 1802 |
|---|
პაშა ბანკი „პრო ბონო მარათონი 2019-ის“ მონაწილეა
| პაშა ბანკმა „პრო ბონო მარათონი 2019-ში“ მიიღო მონაწილეობა. „პრო ბონო მარათონი 2019“ 23 მაისს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით გაიმართა. მარათონის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები სოციალურ საწარმო „იალონს“ Facebook გვერდის გაუმჯობესებაში დაეხმარნენ. ამასთანავე, წინასწარ მომზადდა წლის განმავლობაში განსათავსებელი პოსტების ნაწილი და გაიწერა Facebook-ის მართვის სტრატეგია.
პაშა ბანკმა პრო ბონო მარათონში მონაწილეობა უკვე მესამედ მიიღო. 2018 წელს ბანკისა და მისი თანაგუნდელი ორგანიზაციების, „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და „ჯეოლაბის“ თანამშრომლებმა საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგასთვის“ ვებგვერდი sagango.ge შექმნეს. 2017 წელს კი პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ სოციალურ საწარმო „კოდალას“ პროდუქციის ონლაინ კატალოგი მომზადდა.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს. |

24-05-2019
წყარო: pia.ge
|
23-12-2022 Study in Berlin - MBA & International Master’s Programmes |
|---|
|
10-04-2019 ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას |
|
01-05-2019 iPhone-ის გაყიდვები რეკორდული ტემპით დაეცა |
|
18-03-2019 დღეს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს, 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა. |