Erasmus+: ტარტუს უნივერსიტეტი ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ონლაინ კურსს იწყებს

ესტონეთის იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (ტარტუს უნივერსიტეტი) ახალ ონლაინ კურსზე იწვევს მათ, ვისაც აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ცოდნის გაღრმავება სურთ.

კურსი სახელწოდებით, „ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების ცვლილების გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაზე“, 2023 წლის 6 მარტიდან 9 აპრილამდე პერიოდში ჩატარდება. ღია ონლაინ კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, გაიცემა ტარტუს უნივერსიტეტის უფასო ელექტრონული სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ვიდეოლექციები, რომლებსაც რეგიონალისტიკისა და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების სფეროების მეცნიერები და პრაქტიკოსები გაუძღვებიან. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრები რეგიონის ქვეყნებში (მაგალითად, უკრაინასა თუ სომხეთში) მომუშავე მკვლევრებთან.

კურსი ტარტუს უნივერსიტეტის სასწავლო პორტალის, Moodle-ის მეშვეობით, თავიდან ბოლომდე დისტანციურად ჩატარდება. ყველა ვიდეოლექცია წინასწარაა ჩაწერილი.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2 მარტი.

კურსი შემუშავებულია ჟან მონეს მოდულის, „სამეზობლო, გაფართოება და რეგიონალიზმი ევროპაში“ (NearEU), ფარგლებში და მას მხარს ევროკავშირის პროგრამა, Erasmus+ უჭერს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

სარეგისტრაციო ფორმა
https://www.youtube.com/watch?v=dnlBX93UHEc

დახურვის თარიღი:

მარტი 2, 2023


წყარო: https://euneighbourseast.eu/