საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს
ნავიგატორი
960


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება, 17 თებერვალს, TERMINAL-ში გაიმართება, სადაც Payze-ს თანადამფუძნებელი, გეგა წურწუმია ქართული ფინტექ-კომპანიის განვითარების ეტაპებზე ისაუბრებს.

პანელურ დისკუსიაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ თუ როგორ მიაღწია წარმატებას Payze-მ, როგორია იყო  Shopify-სა და Wix.com-ის პარტნიორი, ამასთან ერთად გაიგონ, თუ რა გამოცდილება მისცა და როგორ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს წამყვან სტარტაპ-აქსელერატორში, Y Combinator-სა და 500 Georgia-ში.

სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები ისეთ თემებზე როგორიცაა: საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება. პანელური დისკუსიის შემდეგ კი, ტრადიციულად, ნეთვორქინგი შედგება, სადაც ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები ერთმანეთს ხედვებს გაუზიარებენ.

„დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ის თუ როგორ ცდილობს სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარია გლობალური წარმატების მისაღწევად. შესაბამისად, ჩვენი ღონისძიებების მიზანიც სწორედ ისაა, რომ გამოცდილმა სტარტაპებმა შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. ჩვენი მორიგი ღონისძიებაც მათთვისაა, ვისაც სურს მეტი გაიგოს სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოზე, მის უპირატესობებსა და სირთულეებზე“ – განაცხადა Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დაინტერესებული პირები კი, რეგისტრაციის გავლას წინასწარ, მითითებულ ბმულზე შეძლებენ: https://www.startupgrind.com/events/details/startup-grind-tbilisi-presents-dances-with-giants-partnering-with-shopify-wix-and-visa/

ცნობისთვის, Payze, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებულია, რამაც მას საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მისცა.

Payze – ეს არის ქართული ფინტექ-კომპანია, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანიებს, როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში, ანგარიშსწორების საკითხებში მოგვარების ახალ გზებს სთავაზობს.

 


 

წყარო: https://forbes.ge/

17-02-2023

წყარო: საქართველოს ბანკი

11-04-2019

საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

25-05-2023

საქართველოს ბანკი უცხოურ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

03-04-2019

„საპარტნიორო ფონდს“ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია ეწვია

19-04-2019

ევროპის დღე თბილისში 2019 / Europe Day in Tbilisi 2019

19-04-2019

ევროპის დღე თბილისში 2019 / Europe Day in Tbilisi 2019

11-04-2019

საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

25-05-2023

საქართველოს ბანკი უცხოურ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

03-04-2019

„საპარტნიორო ფონდს“ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია ეწვია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ