|
| 821 |
|---|
სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის – 25-29 მარტი, 2023
| სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სტუდენტებსა და სტუდენტური მოძრაობების წევრებს, ვინც უკვე მუშაობს ცვლილებებისთვის აკადემიურ სივრცეში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობს საუნივერსიტეტო ცხოვრება ან/და განათლების სისტემა უკეთესობისკენ შეცვალოს. სასწავლო კურსის შესახებ: სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები მომავალი საქმიანობისთვის. ხუთდღიანი კურსის პროცესში მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განხორციელების ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის — CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან. მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
სასწავლო კურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
დამატებითი ინფორმაცია:
სასწავლო კურსის თემებია:
როგორ ჩაერთოთ: სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა ონლაინ ან გადაიღეთ და გამოგზავნეთ ვიდეო (მაქსიმუმ 5 წთ.), სადაც უპასუხებთ განაცხადის ფორმაში მითითებულ კითხვებს და ატვირთეთ ონლაინ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 3 მარტი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: mgabunia@ewmi.org 2023 წლის 1 მარტამდე.
|

17-02-2023
წყარო: USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა
|
29-03-2019 ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ქართველებს საზღვრის კვეთაზე უარს არ ეუბნებიან - თებერვლის სტატისტიკა |
|---|
|
02-05-2019 ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება |
|
18-03-2019 ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა |
|
01-11-2022 სამინისტრო აგრძელებს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის ხელშეწყობას და პროგრამაში „ქართული ჩაის“ ცვლილებებს ახორციელებს |