თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება
ნავიგატორი
873


თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი 25 მაისს, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში, 12:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.

ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში. პოლონეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის, სტენდზე 10 პოლონური გამომცემლობა, ორგანიზაცია თუ კვლევითი ინსტიტუტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 20 პოლონელი ავტორი და მკვლევარი გამართავს შეხვედრას, ისინი ქართველ მთარგმნელებთან და ავტორებთან ერთად პოლონურ-ქართულ ურთიერთობებზე და ლიტერატურაზე ისაუბრებენ. ფესტივალს საპატიო სტუმარი, უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი, ვოლოდიმირ შეიკო ეწვევა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) უკვე მეორე წელია სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

ფესტივალი კვლავაც უმასპინძლებს პროექტს, „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომლის ფარგლებში, ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.

ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ღონისძიებები პირდაპირ ეთერშიც გავა ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე. გარდა ამისა, მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით წიგნების შეძენა ფესტივალის ვებ-გვერდზე და ჩვენს ციფრულ პარტნიორ veli.sotre-ზე, საფესტივალო ფასებად, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია „თიბისი“. ფესტივალს ციფრული პარტნიორია Veli.store.

 


 

წყარო: https://commersant.ge/

25-05-2023

წყარო: საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

02-08-2023

B2B გამოფენა 2023

12-01-2024

აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით

22-09-2022

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022

03-03-2019

ბერგუედას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი

03-03-2019

ბერგუედას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი

02-08-2023

B2B გამოფენა 2023

12-01-2024

აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით

22-09-2022

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ