ბერგუედას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი
ნავიგატორი
1743


ბერგუედას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი

28 თებერვალს, ბერგუედას ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, კერძოდ, კახეთის რეგიონის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - ვიზიტ კახეთი“-ს (DMO) ხელმძღვანელმა - მალხაზ ჭრელაშვილმა, სააგენტოს -“კვლევა და ინოვაცია სამშენებლო განვითარების გადაწყვეტილების შესახებ” წარმომადგენელმა - ვალერი გულბანმა და ბერგუედას რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა სევილა ლორენცო ალტოზანომ სამმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 
ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ესპანეთის სამეფოს ერთ-ერთი მხარის - ბერგუედას წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, თელავის ისტორიულ მუზეუმში ბერგუედას რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა სევილა ლორენცო ალტოზანომ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ -ირაკლი შიოშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. მემორანდუმის გაფორმებით, მხარეები თანხმდებიან რეგიონული განვითარების მიმართულებით, ბერგუედასა და კახეთის რეგიონებს შორის თანამშრომლობის ისეთი გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ორმხრივად ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის.
მემორანდუმით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის არეალი მოიცავს შემდეგ სფეროებს: ეკონომიკა, კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, ბიზნესი და ტურიზმი.

03-03-2019

წყარო: KRDA

17-07-2023

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

10-04-2019

11 აპრილიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობის ზოლი იცვლება

21-12-2022

სტიპენდიები ისრაელში

28-11-2022

საგამოფენო განაცხადების კონკურსი

28-11-2022

საგამოფენო განაცხადების კონკურსი

17-07-2023

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

10-04-2019

11 აპრილიდან ვახუშტის ხიდზე მოძრაობის ზოლი იცვლება

21-12-2022

სტიპენდიები ისრაელში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ