ფინანსური წიგნიერების ტრენინგები მოზარდებისათვის
ნავიგატორი
2149


ფინანსური წიგნიერების ტრენინგები მოზარდებისათვის

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საზოგადოება "ბილიკის" წარმომადგენლებმა, გორში, მოზარდებისთვის ფინანსური წიგნიერების ტრენინგები ჩაატარეს.

ტრენინგები პროექტის "ახალგაზრდების დასაქმებისა და ბიზნეს უნარების განვითარება" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც "მშვიდობის კორპუსის პარტნიორობის პროგრამის" (PCPP) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 13-კვირიანი სასწავლო მოდულისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებშიც მოზარდებმა კარიერის დაგეგმვისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინეს. ორი მოდული კი, კონკრეტულად ფინანსური წიგნიერების საკითხებს დაეთმო. 

პირველ ტრენინგზე ეროვნული ბანკის სპეციალისტებმა "ბილიკის" ბენეფიციარებთან ერთად ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ფინანსური საკითხები განიხილეს, როგორიცაა - ფულის მართვა, გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, დაზოგვა, ფინანსური პროდუქტები და ფინანსური უსაფრთხოება. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიასა და ჯგუფურ აქტივობებში. 

მეორე ტრენინგზე კი მონაწილეებმა უკვე ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, გონივრული სესხების, მომხმარებელთა უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ იმსჯელეს. ტრენინგების დასასრულს, მოზარდებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. 

"ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ვცდილობთ, სხვადასხვა პროექტის განხორციელების გზით, გავაღრმავოთ ახალგაზრდების ინტერესი ფინანსური წიგნიერების მიმართ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საზოგადოება "ბილიკს" ამ პროექტში ჩვენი ჩართულობისთვის", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
 

03-03-2019

წყარო: nbg

18-10-2019

საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918

29-05-2019

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

15-05-2019

სათბური რუსთავის მე-16 პენიტენციურ დასწესებულებაში- მსჯავრდებულებს ყვავილები და კენკროვანი კულტურები მოჰყავთ

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

13-06-2019

აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს

18-10-2019

საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918

29-05-2019

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

15-05-2019

სათბური რუსთავის მე-16 პენიტენციურ დასწესებულებაში- მსჯავრდებულებს ყვავილები და კენკროვანი კულტურები მოჰყავთ


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ