|
| 1735 |
|---|
საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა
| თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ რუსო ეწვევა, რომელიც ამ თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.
რუსო ასევე აქტივების მმართველების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეა. სხვადასხვა დროს ოლივერ რუსო მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საფრანგეთის ხაზინაში, „ბიპიენ პარიბას“ (BNP Paribas) წამყვან საინვესტიციო ბანკში (11 წელი), იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრი ლონდონში. ოლივერ რუსო ასევე არის ევროპის საპენსიო ფონდების საინვესტიციო მრჩეველთა კომიტეტის წევრი.
ვიზიტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელების და საპენსიო სააგენტოსთვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ხორციელდება. |

04-03-2019
წყარო: commersant.ge
|
03-05-2019 “თი-ბი-სი” უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას – Payme-ს ყიდულობს |
|---|
|
19-03-2019 არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია |
|
18-03-2019 Night Lab | Hackathon |
|
03-05-2019 ელექტროსისტემა: იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო |