ელექტროსისტემა: იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო

საქართველოს ელექტროსისტემის ინფორმაციით დღეს,18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი. რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია.

როგორც imedinews ელექტროსისტემაში განუცხადეს, გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის მიზეზები დგინდება.

ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება თბილისის გარეუბნებს. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი გორის და ხაშურის ნაწილი.