დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა
ნავიგატორი
2402


დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი“ დარეგისტრირდა. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი.


აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ვაზის ჯიშებისა და მათგან წარმოებული ღვინოების დიდ პოტენციალზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით. 
ღვინის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანებამ „ბოლნური ღვინო“ შეიმუშავა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ბოლნისის“ წარმოების სპეციფიკაცია და მისი დარეგისტრირების მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ მიმართა.


"ბოლნისი“ − მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი – ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგების მრავალფეროვნება, რქაწითელის, ჩინურის, გორული მწვანეს, საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს, ასურეთული შავის ჯიშების ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ბოლნისის“ განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს. (დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ ლინკზე)


ადგილწარმოშობის დასახელების - “ბოლნისი“ მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო.


ღვინის ეროვნული სააგენტო „საქპატენტთან“ ერთად კვლავაც ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების სტიმულირების მიმართულებით.

14-03-2019

წყარო: commersant.ge

15-04-2019

ტოკიომ უცხოელების დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა - ვის შეეძლება იაპონიაში მუშაობა

11-04-2019

ლესოტოში 72-კარატიანი იშვიათი ალმასი აღმოაჩინეს

26-02-2019

მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება

04-05-2019

საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო

04-05-2019

საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო

15-04-2019

ტოკიომ უცხოელების დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა - ვის შეეძლება იაპონიაში მუშაობა

11-04-2019

ლესოტოში 72-კარატიანი იშვიათი ალმასი აღმოაჩინეს

26-02-2019

მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ