კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ბერლინში კონკურენციის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
ნავიგატორი
1877


კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ბერლინში კონკურენციის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ბერლინში - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის უწყების მიერ ორგანიზებულ კონკურენციის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.  როგორც „კომერსანტს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტი, ანდრეას მუნდტი; გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი, პეტერ ალტმაიერი; ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში, მარგრეტ ვესტაგერი;

 

კონფერენციას ასევე ესწრებიან: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით ჭიჭინაძე; ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე; სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების თავმჯდომარეები, აკადემიური წრეებისა და ცნობილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.

 

კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის ახალი უწყებების წარმომადგენლებისათვის სპეციალური სესია გაიმართა. სამუშაო შეხვედრებზე განსახილველ თემებს შორისაა: ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა - ინსტრუმენტები და პროცესები; კონკურენციის სამართალი და საერთაშორისო მიდგომები; გლობალური საბაზრო ძალაუფლების ზრდის ტენდენციები და გამოწვევები; სიღრმისეული კვლევა-ანალიზი და კონტროლის მექანიზმები; დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, კონფიდენციალურობა, თანამშრომლობის პროგრამის მართვის მექანიზმები და ა.შ.

 

სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელ პირებთან.

14-03-2019

წყარო: commersant.ge

22-03-2019

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა

28-12-2022

Data for Crisis Fellowship

03-04-2019

საერთაშორისო გამოფენა - IFFA 2019

03-06-2019

ASB საქართველოს ოფისში იმართება საგრანტო კომიტეტი

03-06-2019

ASB საქართველოს ოფისში იმართება საგრანტო კომიტეტი

22-03-2019

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა

28-12-2022

Data for Crisis Fellowship

03-04-2019

საერთაშორისო გამოფენა - IFFA 2019


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ