თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება
ნავიგატორი
1862


თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება

► თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება.

► 2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. ღონისძიების შესახებ, გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ საქართველოში ალექსანდრა ქოულიმ და Startup Grind Tbilisi-ის დირექტორმა კოლინ დონოჰიუმ ისაუბრეს.

✔️ საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

► თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები მსოფლიოს ისეთი კომპანიებიდან, როგორიც არის: Google, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.

► ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://startupgrind.ge/

30-09-2019

წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia

25-03-2019

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი

08-04-2019

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა

02-05-2019

ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება

19-04-2019

მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეული

19-04-2019

მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეული

25-03-2019

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი

08-04-2019

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა

02-05-2019

ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ