|
| 2159 |
|---|
ფიზიკური პირების 46%-ის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის შემოსავალი კი - 8 333 ლარზე მეტია.
| საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდის მიუხედავად, მკვეთრი სხვაობაა ხელფასებს შორის ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით. 2017 წელს, სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი იყო: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (2008 ლარი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (1595) და მშენებლობა (1466 ლარი). ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი შემდეგ სექტორებში დაფიქსირდა: განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (672 ლარი), სოფლის მეურნეობა (643 ლარი) და განათლება (577 ლარი). აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში, დასაქმებული მოსახლეობის 2% მუშაობდა, მაშინ როცა ორ ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორში დასაქმებულთა 52% იყო კონცენტრირებული. |

17-02-2019
წყარო: newposts.ge
|
22-02-2019 თიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია – ხმოვანი ასისტენტი – დაემატა |
|---|
|
11-05-2023 შექმენი მონაცემთა ამბავი და მოიგე ფულადი პრიზები. Საპრიზო ფონდი 3000 ლარია |
|
27-08-2019 შეხვედრა სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA) სადაც დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია პროექტის მიზნების და ამოცანების შესახებ. |
|
25-06-2019 თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა |