|
| 2601 |
|---|
საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო
| ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. ექსპორტი მაისიდან დაიწყო და დღეისთვის მისი დღიური მოცულობა თურქეთში 2.78 მლნ კვტ.სთ-ს , ხოლო რუსეთში 2.61 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს. ექსპორტის დაწყება საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში გაზრდილ გამომუშავებას უკავშირდება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს საქართველოდან 700 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება, რაც ოთხჯერ ნაკლებია იმპორტზე. საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ მაისი-ივლისში არ დასჭირდება. |

07-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
30-04-2019 GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის |
|---|
|
07-05-2019 რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს |
|
23-02-2019 “ბაკურიანი” კოსმეტიკურ ბაზარზე შედის |
|
27-02-2019 "საზოგადოება და ბანკები": ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია |