საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება
ნავიგატორი
1762


საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება

2019 წლის 8-10 აპრილს, დუბაიში ყოვეწლიური საინვესტიციო ფორუმი (AIM) გაიმართება, სადაც  საქართველოს, უკვე მეორედ გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე.   

აღნიშნული ფორუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრის,  უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს. სწორედ ამ მიზნით, ფორუმის პირველ დღეს, სააგენტოს აწარმოე საქართველოში დირექტორი მიხეილ ხიდურელი, პრეზენტაციას გამართავს ქვეყნის საინვეტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება  საქართველოს საინფორმაციო სტენდი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს.

ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარადგენს. სტაბილური ეკონომიკური გარემო, ლიბერალური და თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა, მნიშვნელოვნად გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა,  განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და კონკურენტული სამუშაო ძალა სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

08-04-2019

წყარო: აწარმოე საქართველოში

04-05-2019

საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო

18-10-2022

სასწავლო სტიპენდიები სლოვაკეთში

03-07-2019

ფონდის გამოხმაურება მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებით

22-03-2019

„ანაკლია არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას"

22-03-2019

„ანაკლია არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას"

04-05-2019

საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო

18-10-2022

სასწავლო სტიპენდიები სლოვაკეთში

03-07-2019

ფონდის გამოხმაურება მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებით


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ