|
| 1861 |
|---|
მილიონერების გლობალური მიგრაცია იზრდება - რომელ ქვეყნებში გადადიან მდიდრები საცხოვრებლად
| 2018 წელს მსოფლიოში მდიდრების მიგრაცია დაჩქარდა. Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წელს საცხოვრებელი ქვეყანა დაახლოებით 108,000-მა დოლარიანმა მილიონერმა შეიცვალა, 2017 წელს კი 95,000-მა. ამასთან, მთლიანი კერძო სიმდიდრე მთელს მსოფლიოში 204 ტრილიონ დოლარს შეადგენს. Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში რუსეთი 7 ათასმა დოლარიანმა მილიონერმა დატოვა. მდიდარი ადამიანების მხრიდან ქვეყნის დატოვების მაჩვენებლით რუსეთი მეორე ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე კი ჩინეთია, რომელიც 15 ათასმა მილიონერმა დატოვა. სიაში მესამე ადგილს ინდოეთი იკავებს, რომელიც 5 ათასმა ყველაზე მდიდარმა მოქალაქემ დატოვა. მეოთხე ადგილზეა თურქეთი, მეხუთეზე კი საფრანგეთი, რომელიც 3 ათასმა მილიონერმა დატოვა. კვლევის მიხედვით, მილიონერების სასურველი საცხოვრებელი ადგილი ავსტრალიაა. სწორედ ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად მილიონერთა უმეტესი ნაწილი. ერთი წლის განმავლობაში ავსტრალიაში 12 ათასი მილიონერი გადავიდა საცხოვრებლად. მეორე ადგილზე აშშ-ია, სადაც საცხოვრებლად 10 ათასი მილიონერი გადავიდა. კვლევის მიხედვით, მესამე ადგილს კანადა იკავებს. |

02-05-2019
წყარო: bpn.ge
|
03-07-2019 იურიდიული განათლება პროფესიული წარმატებისთვის |
|---|
|
10-05-2023 ბიომრავალფეროვნების დღე „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში |
|
03-04-2023 სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - რეგიონები |
|
23-03-2023 დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები |