Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო
Xiaomi-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა ლეი ცზიუანმა 957 მილიონი დოლარის ბონუსი მიიღო. ეს ფაქტი ჰონკონგის საფონდო ბირჟის ანგარიშში დაფიქსირდა.
BBC-ის ცნობით, ასევე დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცზიუანმა კომპენსაციის სახით კომპანიის 636,6 მილიონი აქცია მიიღო. რომლის ფასიც ბირჟაზე 7,5 მილიარდი ჰონკონგის დოლარია.
2018 წლის ანგარიშის თანახმად Xiaomi-იმ 980 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ თავდადებული საქმიანობისთვის გენერალურ დირექტორს აქციებით დააჯილდოვებდა.
2018 წელს Xiaomi-ი მსოფლიოში სმარტფონების წარმოებით მეოთხე გახდა. კომპანიას უსწრებენ Samsung-ი,Apple-ი, და Huawei-ი.
2018 წელს კომპანიამ სმარტფონების გაყიდვა 32,2%,-ით გაზარდა, მაშინ როცა მსოფლიო ბაზარი 4,1%-ით შემცირდა.