|
| 2051 |
|---|
„სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს ათავისუფლებს
| საფრანგეთის სიდიდით მესამე ბანკი „სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს სამსახურიდან უშვებს. შემცირება მოხდება განსაკუთრებით კორპორაციებისა და ინვესტიციების განყოფილებებში. „სოსიეტე ჯენერალმა“ 500 მილიონი ევროთი დანახარჯების შემცირების შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა კომპანიის მეოთხე კვარტლის ფინანსურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირდა როგორც შემოსავლები, ასევე მოგება. ბანკის შემოსავალი საპროგნოზო მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩა. ბანკი 750 სამუშაო ადგილს საფრანგეთში შეამცირებს, დანარჩენს კი უცხოეთის ფილიალებში, განსაკუთრებით ნიუ-იორკსა და ლონდონში. |

10-04-2019
წყარო: bpn.ge
|
22-03-2019 მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა |
|---|
|
21-03-2019 თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს |
|
25-10-2022 გახდი აგრომეწარმე „იმერეთი აგროს“ პროგრამით ჭიათურაში |
|
25-10-2022 გახდი აგრომეწარმე „იმერეთი აგროს“ პროგრამით ჭიათურაში |