თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს
ნავიგატორი
1896

თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს

თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს. როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, ასეთი აქცენტებია გაკეთებული კომპანია „სისტრას“ კვლევის წინასწარ ინფორმაციაში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დედაქალაქში გვყავს 8, 10 და 12- მეტრიანი ავტობუსები.

„აქცენტი გაგვიკეთეს 24- მეტრიან ავტობუსზე. თქვეს, რომ ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, რადგან სხვანაირად ვერ დაკმაყოფილდება მოსახლეობის ის მოთხოვნა, რაც არის მაგალითად, დიდი დიღმიდან და გლდანიდან. პირველი მოთხოვნით 200-მდე ერთეულზე არის საუბარი.

რაც შეეხება მარშრუტებს, პირველ რიგში აქცენტები გაკეთდება იქ, სადაც ხალხის გამოყვანის პრობლემაა და მოთხოვნაა დიდი. მცირე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტების შედეგად მივიღებთ, რომ დედაქალაქში შესაძლებელი იქნება 24 მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა. სავარაუდოდ, მძღოლებსაც დასჭირდებათ გადამზადება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. შესაბამისად, ასეთი მოცემულობა გვექნება - თუ გვეყოლება 10 მეტრიანი ავტობუსები, ბევრი გვეყოლება; 18 მეტრიანები - შედარებით ნაკლები და 24 მეტრიანი თუ გვეყოლება, უფრო ნაკლები ავტობუსი და უფრო სწრაფი გადაადგილების საშუალება იქნება,“ - აღნიშნა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.

21-03-2019

წყარო: bpn.ge

01-04-2019

მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება

29-10-2019

პროგრამაში "დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

24-04-2019

თბილისში სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქისა და სამება-მახათის მთის მიმართულებით საბაგიროები აშენდება

11-04-2019

თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადაეცა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ