|
863 |
---|
გახდი აგრომეწარმე „იმერეთი აგროს“ პროგრამით ჭიათურაში
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა დაიწყო საკუთარი აგრო მეურნეობა ნულოვანი ინვესტიციით ჭიათურაში.
“იმერეთი აგრო”, რომელიც უკვე მეორე წელია ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას ჭიათურაში, სოფლის განვითარების სააგენტო / RDA-სთან ერთად, საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ 100%-ით დაიფინანსოთ ლურჯი მოცვის, მაყვლის, ქლიავის, ტყემლის, ბლის, მოცხარის, ხურტკმელის, ჟოლოს, ხურმის, კაკლის, თხილის, ვაშლის, მსხლის, ალუბლისა და ლეღვის კულტურების გაშენება.
„იმერეთი აგროს“ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამა ხელს უწყობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აძლიერებს მეწარმეობის კულტურას. ეს საშუალებას აძლევთ მათ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და გაეზარდოთ შემოსავლები სოფლად. ჩვენი და სოფლის განვითარების სააგენტოს კოლაბორაცია აძლევს ადგილობრივებს რესურსებზე ხელმისაწვდომობის საშუალებას. ამასთან, ჩვენი კვალიფიციური აგრონომებით ვეხმარებით საკუთარი მეურნეობის განვითარებაში, იმისათვის, რომ მოკლე დროში მაქსიამლურ წარმატებას მიაღწიონ,“ განაცხადა „იმერეთი აგროს“ მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა.
პროგრამაში ჩასართავად საჭიროა დაინტერესებული პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში რეგისტრირებული იყოს მინიმუმ 5000 კვ. მიწის ნაკვეთი, ან წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებაში დარიცხული მიწის ნაკვეთის მოიჯარეს. პირველ ეტაპზე ფერმერი მიმართავს სოფლის განვითარების სააგენტოს, საიდანაც იღებს დაფინანსებას, ნერგების ღირებულების 70%-სა და სარწყავი სისტემის 50%-ზე.
“დანერგე მომავალის” პროგრამაზე განცხადებების მიღება 31 ოქტომბრიდან დაიწყება.
რაც შეეხება სოფლის განვითარების სააგენტოში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციაას, შემდეგია:
სოფლის განვითარების სააგენტოში კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაინტერესებული პირი მიმართავს „იმერეთი აგროს“ და იღებს დამატებით დაფინანსებას ნერგის ღირებულების 30%-სა და სარწყავი სისტემის 50%-ზე. ასევე „იმერეთი აგრო“ დააფინანსებს მინერალებისა და შხამ-ქიმიკატების 100%-ს.
დარეგისტრირდით აღნიშNულ ბმულზე: https://bit.ly/3TljXkw ხოლო დეტალური ინფორმცაიისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 77 44 70.
უკვე მეორე წელია პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ფერმერების წახალისებას განავითარონ საკუთარი აგრო მეურნეობა, გააშენონ ბაღები და გახდნენ წარმატებული ფერმერები, რომლებიც საკუთარი ოჯახების, რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.
წყარო: https://commersant.ge/ |
25-10-2022
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
26-10-2022 როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა? |
---|
29-05-2019 ვის ეკისრება ანგარიშიდან მოპარულ თანხაზე პასუხისმგებლობა და რამდენი უნდა აანაზღაუროს ბანკმა - კობა გვენეტაძის განმარტება |
17-03-2019 „ჩვენი პროგნოზით, წელს სადაზღვევო ინდუსტრია 50 მილიონ ლარამდე მოგებაზე გავა“ |
07-03-2019 საზღვრებს მიღმა eTweening-ით - ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია |