საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკა
ნავიგატორი
1633

საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკა

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%) 42,590-ით მეტია. 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 3 თვეში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +114.6%, ჩინეთი +59.3%, საუდის არაბეთი +52.8%და სხვა.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვიზიტების სტრუქტურა. იზრდება შედარებით მაღალმხარჯველი სეგმენტის წილი, ევროკავშირის ქვეყნები, საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტები და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები. 

2019 წელს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საჰაერო გზით განხორციელებულ ვიზიტებში 23,8%, წილი კი 26,6%-ს შეადგენს, 2018 წელს კი საჰაერო ვიზიტების წილი 21,7%-ს შეადგენდა.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 334 მილიონ დოლარს (ზრდა +4.8%), რაც 15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +21.5%-ია.

მონაცემები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა შეაჯამა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერძო სექტორი.

11-04-2019

წყარო: imedinews.ge

01-05-2019

კალაძემ სამშენებლო უსაფრთხოების შესამოწმებლად მეტი რეიდის ჩატარება მოითხოვა

12-07-2019

საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება

29-05-2019

ივა ჭყონია - ლარის დღევანდელი კურსი იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის კრიტიკულია, მოსალოდნელია ფასების ზრდა

11-04-2019

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ