|
1346 |
---|
ევროკავშირის დაფინანსებით, სემეკ-ში „თვინინგის“ მესამე პროექტი დაიწყო
კომისიაში (სემეკ) „თვინინგის“ (დაძმობილების) რიგით მესამე პროექტი დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნულიკონსორციუმის მიერ ხორციელდება, საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესში დაეხმარება. პროექტის დაწყების ცერემონია თბილისის საკრებულოში გაიმართა. „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ პროექტის მიზანია, სემეკ-ისშესაძლებლობების გაძლიერება, მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი რეგულირების სტრატეგიის შემუშავების კუთხით. პროექტი 21 თვიან პერიოდს მოიცავს. მისი ბიუჯეტი 1 200 000 ევროს შეადგენს და ითვალისწინებს ავსტრიელი, ფრანგი და ბერძენი ექსპერტების თანამშრომლობას ქართველ კოლეგებთან. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ განაცხადა, პროექტი მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის. მისი თქმით, მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვა ხელს შეუწყობს ბაზრის თანამედროვე სტანდარტებით ფორმირებას. „სემეკ-ში დაიწყო რიგით მესამე საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი და მისასალმებელია, რომ ევროკავშირის დახმარებით, გრძელდება ჩვენსა და სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. დღემდე განხორციელებული დაძმობილების პროექტების ფარგლებში, შემუშავდა არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია და გაზიარებულ იქნა ევროპის საუკეთესო გამოცდილებები. „თვინინგის“ რიგით მესამე პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი ენერგეტიკის სექტორში და შევიმუშაოთ ჭკვიანი აღრიცხვის მარეგულირებელი სტრატეგია“, – აღნიშნა ირინა მილორავამ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების შედეგად, საქართველომ საკუთარ თავზე აიღო ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით არსებული ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ვალდებულება. „ევროკავშირის მიზანია საბოლოო მომხმარებელთა ცოდნისა და როლის გაძლიერება, მათი გააქტიურება და ჩამოყალიბება პროაქტიურ მომხმარებლებად, რომელთაც აქვთ უნარი, გარდაქმნანენერგეტიკული ბაზარი, საკუთარი ჩართულობისა და პრაქტიკული ქმედებების მეშვეობით“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა. |
11-04-2019
წყარო: 1tv.ge
03-06-2019 დღეიდან Bus Lane-სა და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება |
---|
15-04-2019 სოლსბერი ბრიტანეთის საუკეთესო ქალაქად დასახელდა |
10-04-2019 ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა |
28-04-2023 ტაილანდის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად |