|
| 2696 |
|---|
ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა
| საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში,"ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის"მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. |

02-05-2019
წყარო: allnews.ge
|
19-03-2019 ბათუმი ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს |
|---|
|
10-04-2019 საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა |
|
20-10-2023 STUDY OF THE UNITED STATES INSTITUTES FOR SECONDARY SCHOOL EDUCATORS |
|
13-03-2019 რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება |