|
| 1780 |
|---|
ნათია თურნავასთან შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო - იოსებ არჩვაძე
| დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ. „დღევანდელი შეხვედრა იყო დროული და სასარგებლო. მოხდა ეკონომისტთა მოსაზრებათა შეჯერება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან იმ პრობლემატიკასა და ძირითად მიმართულებებზე, რაზეც მუშაობს და აპირებს აქცენტის გაკეთებას აღნიშნული უწყება სამომავლოდ“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ აქცენტირებული ორი პრიორიტეტული საკითხი - ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევა, სადღეისოდ ქართული საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი და აქტუალური პრობლემებია.
„აღნიშნული საკითხების ირგვლივ გაშლილი დისკუსია გამოხატავდა დღეს საზოგადოებაში და მის ინტელექტუალურ ელიტაში დაგროვებულ ცოდნასა და რეკომენდაციებს და ვფიქრობ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული რეკომენდაციები, მოსაზრებები დაეხმარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკეთ წარმართოს თავისი აქტიური პოლიტიკა ინვესტირების, ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტების ჩამოყალიბებისა და მათთვის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა. |

10-05-2019
წყარო: pia.ge
|
16-05-2019 ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ |
|---|
|
05-07-2019 ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება |
|
10-10-2023 სათემო ლიდერთა ფორუმი 2023 |
|
25-05-2023 საქართველოში უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ - 2023 31 მაისს Courtyard by Marriott Batumi-ში გაიმართება |