|
| 1823 |
|---|
„ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს"
| ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა პროცედურული დარღვევებით არის გაცემული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. „პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გუშინ გაავრცელა. |

30-05-2019
წყარო: bpn.ge
|
07-05-2019 რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში აქტიური ჩართვა სურს |
|---|
|
03-04-2019 საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება |
|
11-04-2019 ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს |
|
03-07-2019 რა თანხას ხარჯავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოეთში საქართველოს რეკლამირებაზე |