ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს
ნავიგატორი
1815

ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს

აშშ-მა გამოაქვეყნა იმ ევროპროდუქტების სია, რომელსაც დამატებით დაბეგრავს.

Euronews-ის ცნობით 14 გვერდიანი დადგენილება ეხება საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, და გერმანიაში დამზადებულ პროდუქციას. სწორედ ამ ქვეყნების მიმართ აქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პრეტენზია

აშშ-ის მიერ დამატებით დასაბეგრ პროდუქტების ჩამონათვალშია -თევზი, ზღვის პროდუქტები, ყველი, ალკოჰოლური სასმელები, იოგურტები, ციტრუსის და ზეითუნის ზეთი, კედლის საათები, ქრონომეტრები, სანადირო დანები და სახატავი ფუნჯები. ამის გარდა მოტოციკლები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და ტექნიკური ნაწილები.

Euronews-ის ცნობით ამის მიზეზია ის, რომ აშშ-ში მიაჩნია, რომ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია ავიამშენებელ კონცერნ Airbus-ის სუბსიდირებას უკანონოდ ახდენენ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია აშშ-ის პოზიციას იზიარებს, რის შედეგადაც ვაშინგტონს 11 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. სწორედ ამ თანხის კომპენსაციისთვის ხდება დამატებითი ბეგარის შემოღება.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ევროპროდუქტებზე დაბეგვრის რეჟიმი ეგრევე შეიცვლება, როცა ეს ქვეყნები Airbus-ის სუბსიდირებას შეწყვეტენ.

ამ ფონზე, ევროკავშირი თავის მხრივ აშშ-ს Boeing-ის უკანონო სუბსიდირებაშიადანაშაულებს.

11-04-2019

წყარო: imedinews.ge

13-09-2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

28-10-2022

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

11-08-2022

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

02-05-2019

სსფ-ს მისია: მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6% შეადგინა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ