GWP-ში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის გამო წყლის მიწოდება მასობრივად არ შეიზღუდება
ნავიგატორი
1778

GWP-ში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის გამო წყლის მიწოდება მასობრივად არ შეიზღუდება

„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაციას გამო წყლის მიწოდებაზე მასობრივი შეზღუდვები არ იქნება.

GWP-ის გენერალური დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას თქმით, ასფალტის საფარის აღების სამუშაოები დღეს დაიწყო, წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემების გამოცვლის სამუშაოები კი 2 ივნისს დაიწყება.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები გამზირის ისტორიაში არასდროს განხორციელებულა. პირველი ეტაპის სამუშაოები არის უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ატენის ქუჩამდე. ამას დასჭირდება 3 თვის სამუშაო. GWP-ის მხრიდან გამოიცვლება 2.7 კმ-ის ქსელი, რაშიც კომპანია განახორციელებს 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას. იქედან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და არ გვქონდა იმის უფლება, რომ იყოს იყოს გადაცდენები დროის თვალსაზრისით, ავიყვანეთ ავსტრიული კომპანია ILF, რომელმაც შეაფასა სამუშაოს დაგეგმვა და სამუშაო პროცესი, რაც მთლიანად გაწერილია მსოფლიოში გაწერილი სტანდარტების მიხედვით", - განაცხადა ბაბუხადიამ.

მისივე თქმით, ჯერ შეიცვლება მილები, შემდეგ კი დაიწყება გადაერთების სამუშაოები.

„მოვუწოდებ მოსახლეობას ისარგებლონ GWP-ის სპეციალური მომსახურებით. მოსახლეობას შეუძლია დარეგისტრირდეს ტელეფონის საშუალებით და აბონენტის ნომრის მიხედვით გაიგოს, როდის იქნება გეგმური წყვეტები. ჩვენ არ ველოდებით, რომ მასობრივი წყვეტები იქნება. წყალი შეწყდება მხოლოდ და მხოლოდ გადაერთების სამუშაოების დროს“, - განაცხადა ბაბუხადიამ.

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია. დაგეგმილია ასფალტის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, ასევე შეიცვლება განათება. რეაბილიტაციის პროცესში სპეციალურ რეჟიმში იმოძრავებენ ავტომანქანები.

30-05-2019

წყარო: imedinews.ge

23-12-2022

Scholarships offered by the Romanian State to foreign citizens through the MFA

01-05-2019

დღეიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილი ელექტროენერგიას საბაზრო ფასად შეისყიდის

03-06-2019

საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება

17-10-2019

რუსეთმა ერთ-ერთ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მისცა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ