|
1373 |
---|
თურნავა: ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში მეტი რეგიონული აქცენტი უნდა შემოვიტანოთ
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის მეტი ინკლუზიურობა.
ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთში, წინანდალში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის მეტი ინკლუზიურობა - როცა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულია ყველადა დოვლათს ქმნის ყველასთვის, თითოეული ოჯახისთვის. ამას, პირველ რიგში, უნდა მივაღწიოთ იმით, რომ ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში შემოვიტანოთ მეტი რეგიონული აქცენტი“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი განმარტებით, მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ორიენტირებულია გლობალურ ტენდენციებზე, მაგრამ, ამავდროულად, მეტადიქნება გამოკვეთილი ჩვენი რეგიონების სიმდიდრე, მათი პოტენციალი და კონკრეტული რეგიონებისთვის მეტი პროექტების პორტფელები, რომლებიც კიდევუფრო მეტად იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. „ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ კონკრეტული პროექტიდან მიღებული სიკეთეების შექმნასა და გადანაწილებაში, გავზარდოთდასაქმება, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას. ამ თვალსაზრისით კახეთი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. აქ შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერიდარგი, რომელიც არ უნდა დავასახელოთ, თუმცა, არის კონკრეტული დარგები, სადაც უკვე დაწყებულია ახალი პროექტები და ჩვენგან ჭირდებათ მცირედიხელშეწყობა მეტი განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავა კახეთში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში „კახეთი 2019“ მონაწილეობს, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემგახსნა. ფორუმს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან |
30-05-2019
წყარო: pia.ge
26-02-2019 მთავრობა ფერმერების ტექნიკური მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს |
---|
02-05-2019 რას უპირებენ ანაკლიას – შესაძლო სცენარები |
01-03-2023 მენეჯერთა გადამზადების კურსი გერმანიაში - Fit for Partnership |
15-05-2019 აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, ანაზღაურებული ზარალი 35 მილიონ ლარზე მეტია |