შოთა გულბანი: „თი ბი სი ჯგუფი“ თუ მაგარია, კონკურენცია “ეიპიემ ტერმინალს” გაუწიოს
ნავიგატორი
1550


შოთა გულბანი: „თი ბი სი ჯგუფი“ თუ მაგარია, კონკურენცია “ეიპიემ ტერმინალს” გაუწიოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, ქვეყანაში პორტების მშენებლობისთვის კონკურენტული გარემო სამართლიანია.
ექსპერტი საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მომგებიანობასა და მის ეკონომიკურ მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ „თი ბი სი ჯგუფს“ საქართველოში პორტების მშენებლობაზე ექსკლუზიური უფლება არ უნდა ჰქონდეს.
„ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაცემულა. ეს ეკონომიკის სამინისტროშიც დაადასტურეს. ეს იყო წინასწარი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც არ გულისხმობდა იქ ფოთს პორტის მშენებლობას. რაც შეეხება „თიბისი ჯგუფს“, გაუგებარია რატომ აქტიურობს ასე ძალიან და რატომ უნდათ, რომ ექსკლუზიური უფლება ჰქონდეთ საქართველოში პორტების მშენებლობაზე. თუ მაგრები არიან, კონკურენცია გაუწიონ „ეიპიემ ტერმინალს“ და კონკურენტული გარემოს პირობებში მოიპოვონ დაფინანსება. რეალურად კითხვის ნიშნები დგას, საერთოდ, რამდენად მომგებიანია ანაკლიის პროექტი. მაშინ როცა დაფინანსება ვერ მოიძიეს და კრედიტორები ვერ ნახეს, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვენ კომერციულ ნაწილში რისკების დაზღვევას. ეს არის პროექტი, რომელსაც უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან და ახალ უნდათ, რომ სხვა პორტების მშენებლობა შეაფერხონ ? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კონკურენტული ვითარება. ნებისმიერ პორტს, რომელიც დაფინანსებას მოიპოვებს, აქვს მშენებლობის უფლება და სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს კონკურენტული გარემოს ფუნქციები. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ეს არ ყოფილა ნებართვა, ეს იყო წინასწარი დოკუმენტი. ნებართვას საკმაოდ დიდი სამუშაოები სჭირდება“, – განაცხადა შოთა გულბანმა.

30-05-2019

წყარო: kvira.ge

24-11-2022

სამშენებლო ჰაკათონი

02-05-2019

ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება

11-07-2019

Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა

18-02-2019

შშმ პირებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობა 50 ლარით დაჯარიმდება

18-02-2019

შშმ პირებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობა 50 ლარით დაჯარიმდება

24-11-2022

სამშენებლო ჰაკათონი

02-05-2019

ექსპერტი: დასტურდება, რომ თიბისი ბანკი ხაზარაძეს $17 მლნ–ს ედავება

11-07-2019

Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ