ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს
ნავიგატორი
1468


ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, მონაწილეობა მიიღო კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმში „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“.

ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ასეთი მაღალი დონის ფორმატში, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებთან და ინვესტორებთან ერთად ვისაუბრო რეგიონულ დონეზე ბიზნეს გარემოზე, შესაძლებლობებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც კერძო სექტორი დღეს რეგიონში ბიზნესის კეთების პროცესში აწყდება. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ რეგიონულ ბიზნესებთან შეხვედრებს და მთავარი, რასაც ბიზნესი ითხოვს ეს არის მოქნილი ბიუროკრატია და ადგილობრივი თვითმმართველობებში ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპის დაჩქარება“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველო დღეს რეგიონში ლიდერია ბიზნეს გარემოს მიმართულებით და ამას არაერთი საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის პოზიციაც ადასტურებს, თუმცა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში იჩენს თავს კერძო სექტორისთვის რიგი პრობლემური საკითხები, რომლებსაც სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა სჭირდება.

 

„რეგიონებში ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად და ინვესტორების გასააქტიურებლად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა გაიზარდოს და ურთიერთობები იყოს პროაქტიული. ასეთი ტიპის ფორუმები მისასალმებელია და განსაკუთრებით ეხმიანება ქვეყნებს შორის ბიზნეს ასოციაციების მოთხოვნას ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მთავრობებთან საერთაშორისო პროექტების განვითარება - განხორციელებისათვის.“ - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

 

კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

 

პანელზე „საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

30-05-2019

წყარო: pia.ge

27-02-2019

"საზოგადოება და ბანკები": ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია

21-03-2019

საქართველოში კომბოსტო ირანიდან შემოდის - პროდუქტის იმპორტი გაორმაგებულია

17-02-2019

„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ესტუმრა

05-04-2019

დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა — რას გვთავაზობს შერატონი?

05-04-2019

დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა — რას გვთავაზობს შერატონი?

27-02-2019

"საზოგადოება და ბანკები": ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია

21-03-2019

საქართველოში კომბოსტო ირანიდან შემოდის - პროდუქტის იმპორტი გაორმაგებულია

17-02-2019

„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ესტუმრა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ