გერმანიაში სატვირთო მანქანის ათობით ათასი მძღოლის დეფიციტია
ნავიგატორი
1906


გერმანიაში სატვირთო მანქანის ათობით ათასი მძღოლის დეფიციტია

გერმანიაში სატვირთო მანქანების მძღოლების დეფიციტია. საქონლისა და ტვირთების გადაზიდვებში ჩართული გერმანული ორგანიზაციების შეფასებით, დღეის მდგომარეობით გერმანიაში ათობით ათასი სატვირთო მანქანის მძღოლის საჭიროება დგას. ამის შესახებ ინფორმაციას Detsche Welle-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში სხვადასხვა ორგანიზაციები 45 ათასიდან 60 ათასამდე მძღოლს ეძებენ. გამოცემის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში სატვირთო მანქანის მძღოლობის პროფესია დაბალი ხელფასის, მძიმე სამუშაოსა და მარშრუტებზე დახარჯული ბევრი დღის გამო გერმანიაში მიმზიდველი აღარ არის. 

ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში მომუშავე მძღოლების თითქმის მესამედი 55 წლის ან უფრო მეტის არის. 25 წელზე უფრო ახალგაზრდა მძღოლები კი საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.5%-ს შეადგენენ. ამასთან თითქმის ყველა მძღოლი კაცია და მთლიანობაში ქალების წილი 1.7%-ია. 

ყოველწლიურად გერმანიაში 30 ათასამდე სატვირთო მანქანის მძღოლი გადის პენსიაზე, მათ ნაცვლად კი სისტემაში თითქმის ორჯერ ნაკლები რაოდენობის მძღოლები მოდიან.

03-06-2019

წყარო: imedinews.ge

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"

08-04-2019

ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია

17-07-2023

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

21-03-2019

დასახელდა ცხოვრებისთვის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები

21-03-2019

დასახელდა ცხოვრებისთვის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები

24-04-2019

პრემია "ჟირაფი"

08-04-2019

ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია

17-07-2023

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ