აშშ-ის საელჩო: “ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”
ნავიგატორი
1391


აშშ-ის საელჩო: “ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია” – ამის შესახებ “აქცენტს” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს. 

“ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  და ამერიკული კომპანიების ჩართულობა ჩვენ ქვეყნებს შორის მყარი  ეკონომიკური პარტნიორობის ნაწილია.  მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ ამ პროექტის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას” – განუცხადეს “აქცენტს” საელჩოში. 

ცნობისთვის: 28 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარდა, კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ნებართვა გაიცა. კერძოდ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“.

როგორც 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია.  მისივე თქმით, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ნებართვა გასცა. 

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად – ჩემთან“, – დასძინა თურნავამ. 

03-06-2019

წყარო: infonews.ge

03-05-2019

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა

08-04-2019

თბილისში Car Sharing-ის პროგრამა დღეს ამოქმედდა

01-05-2023

კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად

28-02-2019

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ

28-02-2019

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას 5 წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გაიტანენ

03-05-2019

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა

08-04-2019

თბილისში Car Sharing-ის პროგრამა დღეს ამოქმედდა

01-05-2023

კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ