|
1529 |
---|
საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. შესაბამის ინიციტივაზე პარლამენტის ბიურო 3 მაისს იმსჯელებს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განმართა, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, მომსახურების საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს. რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. “მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებას ადასტურებს მოსახლეობის მაღალი აქტივობა და ჩართულობა სარეგისტრაციო პროცესში. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება 1500-დან 2000-მდე განცხადება. ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ კი დღეში 5000-ს გადააჭარბა. 2019 წლის მაისის მდგომარეობით სააგენტოში 86 400-ზე მეტ განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 27 320-ზე მეტი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 54 200-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი. კიდევ 4900 - ზე მეტი ახლად წარმოდგენილი განცხადება განხილვის პროცესშია. ამდენად, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია, როგორ მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აქტუალურია იმ ცალკეული სახელმწიფო პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისათვის, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების არსებობის ფორმით მიწის მესაკუთრის იდენტიფიცირებას მოითხოვს“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. ცნობისთის, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი 2019 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს. |
03-06-2019
წყარო: imedinews.ge
25-04-2019 სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა |
---|
29-08-2019 ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში” |
26-03-2019 "ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს" |
14-10-2022 ონლაინ მედია-პროდუქცია – ვეუფლებით საფუძვლებს |