რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში
ნავიგატორი
2842


რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2019 წლის იანვარში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 112 მლნ დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით თურქეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

2019 წლის იანვარში საქართველოდან თურქეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - სპილენძის მადნები და კონცენტრატები , რომლის ექსპორტმაც 7.1 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 2.3 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზე გავიდა მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, რომელიც 2.2 მლნ დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭის - 1.2 მლნ დოლარი, მე-5 ადგილზეა ფეროშენადნობები - 1.1 მლნ დოლარით.

რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტს, 2019 წელს უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო. აღნიშნული პროდუქტის იმპორტმა კი 4.5 მლნ დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 2.9 მლნ დოლარით მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, მე-3 ადგილზე კი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები გავიდა, რომლის იმპორტმაც 2.9 მლნ დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან - 2.5 მლნ დოლარით და ხუთეულს ასრულებს მავთულები და იზოლირებული, კაბელები 2.4 მლნ დოლარით.

23-02-2019

წყარო: bpn

25-04-2019

ქვეყნები, სადაც საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გადის

02-05-2019

ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

06-09-2019

„აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს

31-03-2019

ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი გახსნა

31-03-2019

ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი გახსნა

25-04-2019

ქვეყნები, სადაც საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გადის

02-05-2019

ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

06-09-2019

„აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ