ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო
ნავიგატორი
1847


ისანში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის N11 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, ავლაბარში, კვეზერელი-კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო.

 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა კომბინირებული სპორტული მოედნები მოსკოვის გამზირის N1 და N3 კორპუსებს შორის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N5 გ-ს მიმდებარედ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N11 კორპუსთან და ამავე გამზირის N39 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

პროექტების ფარგლებში, მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის კარები და ფარები, მოეწყო LED განათების სისტემა, ორ მისამართზე დამონტაჟდა 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, მოედნები შემოიღობა მავთულ-ბადეებით, ხოლო შესასვლელები ადაპტირდა შშმ პირებისთვის. მოედნებზე ასევე, დამონტაჟდა საინფორმაციო აბრები.

 

ახალადმოწყობილი სპორტული მოედნები ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიოროტეტი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა, რაც ასე ძალიან სჭირდება ახალგაზრდა თაობას. სამუშაოები მაღალი ხარისხით, ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შესრულდა, რომლითაც მოსახლეობა კმაყოფილია. ჩვენი მიზანია, მსგავსი სპორტული სივრცეები ყველა უბანში მრავლად არსებობდეს, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ. მოედნების მოწყობას წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მისამართზე ვგეგმავთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

 

აღნიშნული სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 464 717 ლარით დააფინანსა.

02-05-2019

წყარო: pia.ge

01-05-2019

2018-19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. შედეგები

25-04-2023

კონკურსი – სამოქალაქო აქტივიზმი ხელვაჩაურში

17-07-2023

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს

29-05-2019

ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა

29-05-2019

ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა

01-05-2019

2018-19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. შედეგები

25-04-2023

კონკურსი – სამოქალაქო აქტივიზმი ხელვაჩაურში

17-07-2023

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ